ინტელის ტრენინგი 2019

რეფლექსიების გვერდი

ტრენინგის რეფლექსიები

1-ლი დღე - 30 მარტი

ტრენინგის პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგის შინაარსი, განვსაზღვრეთ მსმენელთა მოლოდინები, განვიხილეთ ტექნიკური ინსტრუმენტები და ვიმსჯელეთ სხვადასხვა ეფექტურ სტრატეგიებზე. ვისაუბრეთ ტესტის მახასიათებლებზე და შევასრულეთ დავალება edmodo - ში. ასევე განვიხილეთ ინტელის ელექტრონული სახელმძღვანელო.


მე-2 დღე - 31 მარტი

მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ ტექნიკური ინსტრუმენტები Google Drive-ზე, ვიმსჯელეთ პროექტის შინაარსობრივ მხარესა და მნიშვნელობაზე. ყურადრება გავამახვილეთ იმ მეთოდებზე, რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ ბლოგები, შევქმენით ბლოგები, ჩვენვე შევქმენით ბლოგები და ვიმუშვეთ ბლოგზე.


მე-3 დღე - 6 აპრილი

მესამე შეხვედრაზე ვიმსჯელეთ პროექტის იდეების შესახებ, განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტები, ვიმსჯელეთ პროექტის ზოგადი, ტემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ. გარდა ზემოაღნიშნულისა, შევქმენით Google Drive-ზე პროექტის პორტფოლიო შესაბამისი საქაღალდეებით, ვისაუბრეთ პროექტის ფასილიტაციაზე და ვიმსჯელეთ ფასილიტაციის სხვადასხვა მიმართულებაზე.

მე-4 დღე - 7 აპრილი

მეოთხე შეხვედრაზე ვისაუბრეთ მიმართულების მომცემ კითხვებზე, განვიხილეთ პროექტები, ვისაუბრეთ განმავითარებელ შეფასებებზე, ვმუსაობდით ბლოპგებზე.

მე-5 დღე - 13 აპრილი

გავიხსენეთ წინა შეხვედრებზე განვლილი მასალა, მოვამზადეთ პრეზენტაცია სასწავლო პროექტის გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც იყო საინფორმაციო ხასიათისა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის, ვიმსჯელეთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი კითხვები.



მე-6 დღე - 14 აპრილი

მე-6 შეხვედრაზე ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და იმ საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებზე, რომლებიც დაგვეხმარება გეგმის შედგენაში. ვისაუბრეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და ვისაუბრეთ სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაზე.


მე-7 დღე - 20 აპრილი

მე-7 შეხვედრაზე გავიმეორეთ წინა შეხვედრაზე განხილული მასალები, ვისწავლეთ რესურსების დაკავშირების სხვადასხვა ხერხი, გარდა ამისა, განვიხილეთ სასწავლო პროექტები და გავაანალიზეთ გამოკვეთილი ხარვეზები, დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები.


მე-8 დღე - 4 მაისი

მერვე შეხვედრაზე გავიმეორეთ წინა შეხვედრაზე განხილული მასალები, ვისწავლეთ გუგლდისკიდან გუგლფორმების გამოყენება. მე-9 დღე - 5 მაისი მეცხრე შეხვედრაზე შევამოწმეთ პროექტის პორტფოლიო, ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე და მოვარგეთ ჩვენს პროექტს ზოგიერთი მათგანი. განვიხილეთ სხვადასხვა მზა მაგალითი თუ ნიმუში. გარდა ამისა, შევაჯამეთ წინა შეხვედრებზე მიღებული ცოდნა.







Comments

Popular posts from this blog

გაკვეთილის გეგმა

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პროექტის გეგმა