გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის გვარი, სახელი, პირადი ნომერი - ხათუნა ჯეჯელავა
სწავლის საფეხური/კლასი: საბაზო, მე-8 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 29 მოსწავლე
(კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის თემა: რატომ ვსწავლობთ მე-17 საუკუნის ისტორიულ ფაქტზე მე-19 საუკუნეში
შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებს 21-ე საუკუნეში? (აკ. წერეთლის
,,ბაში-აჩუკის” მიხედვით)?
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს:
ü ტექსტში აღწერილი ისტორიული, ავტორისა და თანამედროვე
ეპოქაში საერთო პრობლემების ამოცნობა სათანადო არგუმენტაციისა და ციტატების მოხმობით;
ü საანალიზო ნაწყვეტში მხატვრული ხერხებისა (შედარება, ეპითეტის,
სიმბოლო) და მიზნობრივად გამოყენებული სპეციფიკური ლექსიკის (არქაიზმები) ამოცნობა
ავტორის ემოციური მიზანდასახულობის ამოსაცნობად.
შესაბამისობა
ესგ-სთან:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს
შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა
აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს
შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული და არამხატვრული),
რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან
მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს
შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხებისა და
ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლე
შეძლებს:
·
ნაწარმოებში აღწერილი ეპოქის დახასიათებასა
და მსჯელობას სათანადო არგუმენტაციის მოხმობით საინფორმაციო
თუ მხატვრულ ტექსტებზე დაყრდნობით;
·
მხატვრული ხერხებისა ( შედარებას, სახე-სიმბოლოებს) და არქაიზმების ამოცნობასა და მათი დანიშნულების ახსნას.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ.)
|
1
|
გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების
გაცნობა
|
საერთო საკლასო
|
საგანგებო ფურცელზე დაწერილი გაკვეთილის მიზნები და
ამობეჭდილი შეფასების კრიტერიუმები
|
2 წუთი
|
|
2
|
გამოწვევა
- წინარე ცოდნის გააქტიურება
---------
მოსწავლეები ავსებენ კოგნიტური სქემას ,,ვიცი - გავიგე
- მინდა ვიცოდე“ - ამ ეტაპზე ივსება პუნქტი ,,ვიცი“
|
სკაფოლდინგი
|
ჯგუფური
|
თაბახის ფურცლები, მარკერი
|
4 წუთი
|
3
|
მინილექცია
თემაზე ,,1659 წლის აჯანყება“
-------------
მოსწავლეები
მსჯელობენ შემდეგ საკითხებზე:
ა. რომელი პოლიტიკური
ერთეულები გვევლინება ერთიანი სამეფოს ნაცვლად საქართველოს ტერიტორიაზე?
ბ. რომელი
სახელმწიფოები ემეზობლება საქართველოს?
გ. რა შიდა და საგარეო
პოლიტიკურ საფრთხეს ხედავთ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე?
დ. რა ნაბიჯები უნდა
გადადგას მეფემ ქვეყნის გადასარჩენად?
ე. შეაფასეთ თეიმურაზისა და ვახტანგ მე-5-ის
მოღვაწეობა
ვ. რატომ მიეძღვნა ამ
ფაქტს სამი ლიტერატურული ნაწარმოები მე-19 საუკუნეში და რატომ ისწავლება
,,ბაში-აჩუკი“ დღეს სკოლაში?
|
სკაფოლდინგი;
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
|
საერთო საკლასო;
ჯგუფური
|
დამხმარე სადემონსტრაციო რესურსი ,,1659 წლის
ბახტრიონის აჯანყება“
|
14 წუთი
|
4
|
ტექსტის
კომენტირებული კითხვა წინასწარ მომზადებული კითხვების მეშვეობით (,,ბაში-აჩუკის“
1-ლი თავი)
და
ნამუშევრების პრეზენტაცია
-------
ტექსტი დანაწევრებულია სამ ეპიზოდად და ჯგუფები
ბარათებზე ჩამოწერილი კითხვების დახმარებით აანალიზებენ ტექსტს:
ა. რა მიზნით იწყებს ავტორი ტექსტს პეიზაჟის
აღწერით?
ბ. რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს ავტორი არაგვის
დასახასიათებლად?
გ. რომელი პოეტური დეტალი იპყრობს ყურადღებას
ციხე-დარბაზის აღწერაში?
დ. რაზე მიგვანიშნებს ზაალ არაგვის ერისთავის
საცხოვრისის აღწერა?
ე. რატომაა ზაალ არაგვის ერისთავის საცხოვრისი
ერთდროულად შეუპოვარიცა და სანუგეშოც?
ვ. რა ისტორიული რეალობა აისახა კირილე მღვდლის
სიზმარში?
ზ. რატომ ვერ ახერხებს ხალხი, შეეწინააღმდეგოს
გველეშაპს?
თ.რისი სიმბოლოა ალავერდი და გველეშაპი?
ი. რატომ იყენებს ავტორი არქაიზმებს?
|
სკაფოლდინგი;
ანალიზის მეთოდი
|
ჯგუფური
|
სახელმძღვანელო;
მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვები;
თაბახის ფურცლები, კალამი
|
15წუთი
|
5
|
რეფლექსია
|
კოგნიტური სქემა (,,ვიცი - გავიგე - მინდა ვიცოდე“)
- ამ ეტაპზე ივსება პუნქტები: ვისწავლე, მინდა ვიცოდე
|
ჯგუფური
|
5 წუთი
|
|
5
|
შეფასება -
შეფასების რუბრიკა თან ერთვის გაკვეთილის გეგმას
|
საერთო საკლასო
|
მასწავლებლის მომზადებული რუბრიკა
|
3 წუთი
|
|
6
|
საშინაო დავალება:
დამოუკიდებლად წავიკითხოთ ტექსტის მომდევნო ორი
თავი, შევადგინოთ გეგმა შინაარსის გადმოსაცემად,
მოვამზადოთ პრეზენტაცია Microsoft Office PowerPoint
პროგრამაში თემაზე:
აფორიზმები, ანდაზები და ფრაზეოლოგიზმები აკ.
წერეთლის ,,ბაში-აჩუკში“ (მე-2-მე-3 თავები)
|
საერთო საკლასო
|
2 წუთი
|
Comments
Post a Comment