პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
|
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
|
|
#
|
კრიტერიუმის დასახელება
|
ქულა
|
I
|
პრეზენტაციის
სტრუქტურა
|
0 - 2
|
1
|
პრეზენტაცია საინტერესოა და იქცევს აუდიტორიის ყურადღებას, ერთი
იდეიდან მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად და
ლოგიკურად მიმდინარეობს,
დასკვნითი ნაწილი ეფექტურად აჯამებს მთელ თემას;
|
2
|
2
|
პრეზენტაციის გარკვეული ნაწილი საინტერესოა და უმეტესწილად იქცევს
აუდიტორიის ყურადღებას,
ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა ხანდახან ფერხდება,
პრეზენტაციის ნაწილები უმეტესწილად ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს,
დასკვნითი ნაწილი აჯამებს მთელ თემას;
|
1
|
3
|
პრეზენტაცია არ არის საინტერესო და ვერ იქცევს აუდიტორიის ყურადღებას,
ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა ხშირად ფერხდება, კავშირი
ბუნდოვანია, პრეზენტაციის ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურად დაუკავშირებელია,
დასკვნითი ნაწილი ვერ აჯამებს მთელ თემას, არ არის
დაცული სტრუქტურული მთლიანობა.
|
0
|
I I
|
პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე
|
0 -2
|
1
|
დავალების პირობა და ტექსტი ადეკვატურადაა გაგებული,
ტექსტი ღრმადაა
გააზრებული, იგრძნობა ავტორის უმთავრესი სათქმელისა და ემოციური მიზანდასახულობის
წვდომა,
მსჯელობა დასაბუთებულია
არგუმენტებით და გამყარებულია ციტატებით,
მკაფიოდ ვლინდება
ზოგადი განათლება და დამოუკიდებელი აზროვნება,
არ არის დაშვებული
ფაქტობრივი შეცდომა;
|
2
|
2
|
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში ადეკვატურადაა გაგებული,
მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინიშნება ტექსტის არაადეკვატური გააზრება.
მსჯელობის
გარკვეული ნაწილი დასაბუთებულია არგუმენტებით და გამყარებულია ციტატებით,
მკაფიოდ ვლინდება ზოგადი განათლება ან დამოუკიდებელი
აზროვნება (ან პირიქით),
დაშვებულია ერთი ფაქტობრივი შეცდომა;
|
1
|
3
|
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული,
მსჯელობა ზედაპირულია და ზოგადი, დაუსაბუთებულია, მოსაზრებები გაუმყარებელია ციტატებით,
საერთოდ არ ვლინდება ზოგადი განათლება ან დამოუკიდებელი
აზროვნება,
დაშვებულია ერთზე მეტი ფაქტობრივი შეცდომა.
|
0
|
I I I
|
პრეზენტაციის
ენობრივი მხარე
|
0 – 2
|
|
1
|
პრეზენტაციაში
აზრი ენობრივად ზუსტად არის გადმოცემული,
შერჩეულია მიზნის
შესაფერისი სტილი,
წარდგენისას შეგვხვდა
ორიოდე სტილისტური ხარვეზი.
არ დაუშვია ხუთზე
მეტი მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა;
|
2
|
|
2
|
პრეზენტაციაში
აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია,
გვხვდება რამდენიმე
სტილისტური ხარვეზი,
არ დაუშვია ათზე
მეტი მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა;
|
1
|
|
3
|
პრეზენტაცია სტილისტურად
გაუმართავია, ხშირად გვხვდება სტილისტური ხარვეზები,
დაუშვა ათზე მეტი
მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა.
|
0
|
|
IV
|
პრეზენტაციის
უნარ-ჩვევები
|
0 - 2
|
|
1
|
წარმდგენი იცავს
რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის
საშუალებად იყენებს დიდი ფორმატის ქაღალდზე მარკერით მომზადებულ პრეზენტაციას;
არ არის დამოკიდებული
პრეზენტაციაზე;
აქვს პრეზენტაციის
უნარ-ჩვევები: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური (მზერითი) კონტაქტი მსმენელთან, მეტყველებს
გამართულად და ყველასათვის გასაგები ხმის ტემბრით;
|
2
|
|
2
|
წარმდგენი გარკვეულწილად
იცავს რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის
საშუალებად იყენებს დიდი ფორმატის ქაღალდზე მარკერით მომზადებულ პრეზენტაციას;
იშვიათად არის
დამოკიდებული მასზე;
აქვს პრეზენტაციის
უნარ-ჩვევები, მაგრამ ერთ-ერთ ასპექტში ესაჭიროება გაუმჯობესება: დგომის ეფექტური
პოზა, ვიზუალური (მზერითი) კონტაქტი მსმენელთან, გამართულად და ყველასათვის გასაგები
ხმის ტემბრით მეტყველება.
|
1
|
|
3
|
წარმდგენი ვერ
იცავს დროის რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის
საშუალებად ვერ იყენებს დიდი ფორმატის ქაღალდზე მარკერით მომზადებულ პრეზენტაციას;
ესაჭიროება პრეზენტაციის
ყველა ასპექტზე მუშაობა: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, გამართულად,
გასაგები ხმის ტემბრით მეტყველება.
|
0
|
|
V
|
სოციალური უნარ-ჩვევები
|
0 - 2
|
|
1
|
ჯგუფში სამუშაო განაწილებულია თანაბრად,
პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, ქმნიან პოზიტიურ
გარემოს.
|
2
|
|
2
|
ჯგუფში სამუშაო არათანაბრად არის განაწილებული,
ზოგჯერ ჯგუფის აქტიური და პასიური წევრები ვერ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ჯგუფში ზოგჯერ
დაძაბული გარემოა, რთულდება თანამშრომლობა
|
1
|
|
3
|
ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ არის განაწილებული,
ჯგუფის აქტიური და პასიური წევრები ვერასდროს ვერ
იზიარებენ ერთმანეთის აზრს,
გარემო დაძაბულია, არ შეინიშნება თანამშრომლობა.
|
0
|
|
Comments
Post a Comment