პროექტის გეგმა
სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
|||
სახელი
და გვარი
|
ხათუნა ჯეჯელავა
|
||
რაიონი
|
ძველი თბილისი
|
||
სკოლა
|
სსიპ ქალაქ თბილისის 47-ე
საჯარო სკოლა
|
||
ქალაქი
|
თბილისი
|
||
თემის მონახაზი
|
|||
თემის
დასახელება
|
|||
მკითხველობის სასწაული
|
|||
თემის
შინაარსი
|
|||
წიგნიერება ეწოდება ცოდნის,
უნარებისა და
დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც
შესაძლებელს ხდიან
ენის ეფექტურ
გამოყენებას სწავლისა
და კომუნიკაციის მიზნით
როგორც სასკოლო,
ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. წიგნიერება
გააზრებულ კითხვასთან
ერთად მოიცავს
აქტიური მოსმენის,
ზეპირმეტყველებისა და
წერითი აზროვნების უნარებს
და ავითარებს
ზეპირი, ვიზუალური,
ნაბეჭდი თუ
ციფრული გზით
მიღებული ინფორმაციის გააზრებისა
და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის
შედეგებით, ქართველ
მოზარდთა წიგნიერების დონე
საშუალოზე დაბალია.
წიგნიერების დონის ასამაღლებლად პროექტის ფარგლებში მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა მწერლის
ნაწარმოებებს, დააკვირდებიან მწერლის ენას, მხატვრული გამოსახვის საშუალებებს,
დაანაწევრებენ ტექსტს აბზაცებად, დასვამენ შეკითხვებს, დაასათაურებენ
მონაკვეთებს, მონიშნავენ საკვანძო სიტყვებს, საკვანძო ფრაზებს, გააანალიზებენ
ტექსტებს დეკოდირების ცხრილის დახმარებით.
|
|||
საგანი
|
|||
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
|||
დონე/კლასი
|
|||
მე-8 კლასი,
საბაზო საფეხური, 29 მოსწავლე ( კლასში არ ირიცხება სსსმ
მოსწავლე)
|
|||
განხორციელების
დროის ჩარჩო
|
|||
6 კვირა
|
|||
თემის საფუძვლები
|
|||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის
მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე;
ქართ. VIII. 2. მოსწავლეს
შეუძლია ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი
შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ქართ. VIII. 4. მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება;
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები (მხატვრული
და არამხატვრული), რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე;
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების
გაანალიზება;
ქართ. VIII. 8. მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების
გასაანალიზებლად;
ქართ. VIII. 10. მოსწავლეს
შეუძლია წერილობით გადმოსცეს საკუთარი თვალსაზრისი, იმსჯელოს კონკრეტულ საკითხზე სათანადო არგუმენტების
მოხმობით;
ქართ. VIII. 11.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა
მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს
შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა
და ხერხების მართებულად გამოყენება
სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად;
|
|||
|
|||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
|||
●
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის
წარმომადგენელი მწერლების სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს;
●
დააკვირდებიან ამა თუ იმ მწერლის ლექსიკას, გაიაზრებენ
უცხო სიტყვებს;
●
იმსჯელებენ ავტორის უმთავრეს სათქმელსა და ემოციურ
მიზანდასახულობაზე საკვანძო სიტყვებზე, საკვანძო ფრაზებსა და მხატვრულ საშუალებებზე
დაკვირვების შედეგად;
●
მხატვრულ ტექსტს დაანაწევრებენ მონაკვეთებად, დაასათაურებენ და დასვამენ შეკითხვებს;
●
დეკოდირების ცხრილების შევსებისას იმუშავებენ ჟანრულ,
ენობრივ, კულტურულ და ფსიქოლოგიურ კოდებზე;
●
თანამშრომლობითი სწავლებით აუმაღლდებათ აკადემიური
და სოციალური უნარები;
|
|||
|
|||
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
|
|||
მინილექ-ცია წიგნიერების მნიშვნე-ლობის, მისი დონის ამაღლების გზების
შესახებ
|
კითხვარის შევსება ბოლო დროს წაკითხული ლიტერა-ტურის შესახებ
|
თითოეული შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ფასდებიან შეფასების რუბრიკების
მიხედვით, რომელთა კრიტერიუმები მათთვის წინასწარ არის ცნობილი
|
თითოეული შეხვედრის ფარგლებში ასრულებენ განსხვავებულ დავალებებს:
უცხო ტექსტის გააზრება;
ავტორისა და ჟანრული კოდის შესახებ ინფორმაციის მოძიება და Microsoft
Office PowerPoint პროგრამაში პრეზენტაციების შექმნა;
მწერლის მხატვრული ენის შესწავლა - ენობრივ კოდზე მუშაობა და PowerPoint
პროგრამაში პრეზენტაციების შექმნა;
კულტურული კოდის ფარგლებში პრეზენტაციის შექმნა
|
კითხვარის შევსება პროექტზე მუშაობისას მიღებული ცოდნისა და გამოვლე-ნილი
ხარვეზე-ბის შესახებ
|
კითხვარი
კოლეგებისა და თანატოლებისათვის პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაციის
შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ
|
შეფასების ინსტრუმენტები
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად
და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებინებ
კითხვარს იმის შესახებ, თუ რომელი კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოები წაიკითხეს ბოლოს,
როგორი ჟანრის ნაწარმოებებს ანიჭებენ უპირატესობას. ეს კითხვარი საუკეთესო საშუალებაა
დიაგნოსტიკური თვალსაზრისით და წარმოაჩენს წიგნიერების ამაღლებისათვის ზრუნვის აუცილებლობის
ხარისხს. ასევე დამეხმარება ასაკობრივი სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით
პროექტის ფარგლებში წასაკითხი ნაწარმოებების ნუსხის შერჩევაში.
თითოეული შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს
შეფასების რუბრიკების მეშვეობით შევამოწმებ, რამდენად შეუძლიათ ტექსტის სიღრმისეულად
გააზრება, იცნობენ თუ არა მწერლის მხატვრული ენის თავისებურებების ამოცნობის საშუალებებს,
იყენებენ თუ არა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ჟანრულ, ენობრივ და კულტურულ
კოდზე მუშაობისას, რამდენად აქტიურობენ ჯგუფში მუშაობისას და აქვთ თუ არა განვითარებული
სოციალური უნარ-ჩვევები.
|
კითხვარი პროექტის
მონაწილეებისა და დამსწრეებისათვის
1.რამდენად გასაგები და მისაღები იყო თქვენთვის
ეს პროექტი?
1 2
3 4 5
6 7 8
9 10
2.რამდენად გამჭვირვალე და ობიექტური იყო შეფასების
სისტემა და თავად შეფასება?
1 2
3 4 5
6 7 8 9 10
3.რამდენად საინტერესოდ იყო შერჩეული ნაწარმოებები
პროექტისათვის?
1 2
3 4 5
6 7 8 9 10
4.რას მოელოდით ამ პროექტისაგან და რამდენად
გაამართლა თქვენი იმედები?
პასუხი:
_________________________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
1 2 3
4 5 6
7 8 9 10
5. რა შეგძინათ პროექტმა?
პასუხი: ________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
6. თქვენი აზრით, რა ხარვეზი ჰქონდა ამ კონკრეტულ
პროექტს?
პასუხი: ________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
|
სასწავლო
პროცედურები
ü 1-ლი შეხვედრა:
სადიაგნოსტიკო კითხვარის შევსება;
ü მე-2 შეხვედრა: ვკითხულობთ ნ. ლორთქიფანიძის ნოველას ,,ტრაგედია
უგმიროთ“.
·
ვეცნობით დეკოდირების მეთოდს და ვანაწილებთ ჯგუფებზე
სამუშაო მასალას შემდეგ კოდებზე: ავტორი და ჟანრული კოდი, ენობრივი კოდი, კულტურული კოდი, ფსიქოლოგიური კოდი,
სათაური.
ü მე-3 შეხვედრა:
განვიხილავთ თითოეული ჯგუფის ნამუშევარს, ვავსებთ მონაცემებს და ვემზადებით პრეზენტაციისათვის
(სემიოტიკური კომპეტენციის
განვითარება, ვერბალური
საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის კოგნიტური სქემის სახით წარმოდგენა, ინფორმაციის
ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა - ტექსტში გადმოცემული აზრის
ილუსტრაციით გამოხატვა,
პრეზენტაციის Microsoft Office PowerPoint პროგრამაში წარმოდგენა).
ü მე-4 შეხვედრა:
ჯგუფების ნამუშევართა პრეზენტაცია;
დავალება: წერითი ნამუშევარი
სამი მითითების დახმარებით;
ü მე-5 შეხვედრა:
წერითი ნამუშევრების შეფასება;
ვკითხულობთ
რ. ინანიშვილის ნოველას ,,ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ კომენტირებული
კითხვა
დავალება: წაკითხულის
გააზრება
ü მე-6 შეხვედრა:
სამუშაო მასალის დახარისხება თითოეული კოდის ფარგლებში;
ü მე-7 შეხვედრა:
სამუშაო მასალის განხილვა-გაანალიზება ავტორი-ჟანრული კოდის ფარგლებში;
ü მე-8 შეხვედრა:
სამუშაო მასალის განხილვა-გაანალიზება ენობრივ-გამომსახველობითი კოდის ფარგლებში;
ü მე-9 შეხვედრა:
სამუშაო მასალის განხილვა-გაანალიზება კულტურული კოდის ფარგლებში (პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური
ვითარება);
ü მე-10 შეხვედრა:
სამუშაო მასალის განხილვა-გაანალიზება კულტურული კოდის ფარგლებში (პერსონაჟების დახასიათება
- სოციალური გარემო);
ü მე-11 შეხვედრა:
სამუშაო მასალის განხილვა-გაანალიზება ფსიქოლოგიური კოდის ფარგლებში;
ü მე-12 შეხვედრა:
კოდების წარმოდგენა ჯგუფების მიერ, სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება, ვერბალური საშუალებით გადმოცემული
ინფორმაციის კოგნიტური სქემების
სახით წარმოდგენა, ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა - ტექსტში
გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვა, პრეზენტაციის Microsoft Office
PowerPoint პროგრამაში წარმოდგენა).
ü მე-13 შეხვედრა:
ორივე მხატვრულ ტექსტზე დეკოდირების ცხრილით მუშაობის გამოცდილების გაზიარება თანატოლებისა
და სკოლის სხვა მასწავლებლებისათვის.
დიფერენცირებული სწავლება
კლასში, რომელშიც დაიგეგმა
პროექტი, არ ირიცხება სსსმ მოსწავლე.
შეფასების
რუბრიკები
|
შეფასების რუბრიკა
|
|
#
|
კრიტერიუმის დასახელება
|
ქულა
|
I
|
პრეზენტაციის სტრუქტურა
|
0 - 2
|
1
|
პრეზენტაცია საინტერესოა და იქცევს აუდიტორიის ყურადღებას, ერთი იდეიდან
მეორეზე გადასვლა შეუფერხებლად და ლოგიკურად
მიმდინარეობს, დასკვნითი ნაწილი ეფექტურად აჯამებს მთელ თემას;
|
2
|
2
|
პრეზენტაციის გარკვეული ნაწილი საინტერესოა და უმეტესწილად იქცევს აუდიტორიის
ყურადღებას, ერთი იდეიდან მეორეზე
გადასვლა ხანდახან ფერხდება,
პრეზენტაციის
ნაწილები უმეტესწილად ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს, დასკვნითი ნაწილი აჯამებს
მთელ თემას;
|
1
|
3
|
პრეზენტაცია არ არის საინტერესო და ვერ იქცევს აუდიტორიის ყურადღებას,
ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლა
ხშირად ფერხდება, კავშირი ბუნდოვანია, პრეზენტაციის ნაწილები ერთმანეთთან ლოგიკურად
დაუკავშირებელია, დასკვნითი ნაწილი ვერ აჯამებს
მთელ თემას, არ არის დაცული სტრუქტურული მთლიანობა.
|
0
|
I I
|
პრეზენტაციის შინაარსობრივი მხარე
|
0 -2
|
1
|
დავალების პირობა და ტექსტი ადეკვატურადაა გაგებული,
ტექსტი ღრმადაა გააზრებული, იგრძნობა ავტორის უმთავრესი
სათქმელისა და ემოციური მიზანდასახულობის წვდომა,
მსჯელობა დასაბუთებულია არგუმენტებით და გამყარებულია
ციტატებით, მკაფიოდ ვლინდება ზოგადი
განათლება და დამოუკიდებელი აზროვნება, არ არის დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა;
|
2
|
2
|
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში ადეკვატურადაა გაგებული, მხოლოდ
ერთ შემთხვევაში შეინიშნება ტექსტის არაადეკვატური გააზრება.
მსჯელობის გარკვეული ნაწილი
დასაბუთებულია არგუმენტებით და გამყარებულია ციტატებით, მკაფიოდ ვლინდება ზოგადი
განათლება ან დამოუკიდებელი აზროვნება
(ან პირიქით), დაშვებულია ერთი ფაქტობრივი
შეცდომა;
|
1
|
3
|
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული, მსჯელობა ზედაპირულია და ზოგადი, დაუსაბუთებულია, მოსაზრებები გაუმყარებელია ციტატებით, საერთოდ
არ ვლინდება ზოგადი განათლება ან დამოუკიდებელი აზროვნება, დაშვებულია ერთზე მეტი
ფაქტობრივი შეცდომა.
|
0
|
I I I
|
პრეზენტაციის ენობრივი მხარე
|
0 – 2
|
|
1
|
პრეზენტაციაში
აზრი ენობრივად ზუსტად არის გადმოცემული,
შერჩეულია
მიზნის შესაფერისი სტილი, წარდგენისას შეგვხვდა ორიოდე სტილისტური ხარვეზი. არ
დაუშვია ხუთზე მეტი მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა;
|
2
|
|
2
|
პრეზენტაციაში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია,
გვხვდება რამდენიმე სტილისტური ხარვეზი, არ დაუშვია ათზე მეტი მორფოლოგიური და სინტაქსური
შეცდომა;
|
1
|
|
3
|
პრეზენტაცია სტილისტურად გაუმართავია, ხშირად გვხვდება
სტილისტური ხარვეზები, დაუშვა ათზე მეტი მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა.
|
0
|
|
IV
|
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
|
0 - 2
|
|
1
|
წარმდგენი იცავს რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის საშუალებად იყენებს PowerPoint პროგრამაში მომზადებულ პრეზენტაციას;
არ არის დამოკიდებული მულტიმედიურ სლაიდებზე;
აქვს პრეზენტაციის უნარ-ჩვევები: დგომის ეფექტური
პოზა, ვიზუალური (მზერითი) კონტაქტი მსმენელთან, მეტყველებს გამართულად და ყველასათვის
გასაგები ხმის ტემბრით;
|
2
|
|
2
|
წარმდგენი გარკვეულწილად იცავს რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის საშუალებად იყენებს PowerPoint პროგრამაში მომზადებულ პრეზენტაციას;
იშვიათად არის დამოკიდებული მულტიმედიურ სლაიდებზე;
აქვს პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, მაგრამ ერთ-ერთ ასპექტში
ესაჭიროება გაუმჯობესება: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური (მზერითი) კონტაქტი მსმენელთან,
გამართულად და ყველასათვის გასაგები ხმის ტემბრით მეტყველება.
|
1
|
|
3
|
წარმდგენი ვერ იცავს დროის რეგლამენტს;
ვიზუალიზაციის საშუალებად ვერ იყენებს PowerPoint პროგრამაში მომზადებულ პრეზენტაციას;
დამოკიდებულია მულტიმედიურ სლაიდებზე და კითხულობს
ტექსტს;
ესაჭიროება პრეზენტაციის ყველა ასპექტზე მუშაობა:
დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, გამართულად, გასაგები ხმის
ტემბრით მეტყველება.
|
0
|
|
V
|
სოციალური უნარ-ჩვევები
|
0 - 2
|
|
1
|
ჯგუფში სამუშაო განაწილებულია თანაბრად, პატივს სცემენ განსხვავებულ
აზრს, ქმნიან პოზიტიურ გარემოს.
|
2
|
|
2
|
ჯგუფში სამუშაო არათანაბრად არის განაწილებული, ზოგჯერ ჯგუფის აქტიური
და პასიური წევრები ვერ იზიარებენ ერთმანეთის აზრს. ჯგუფში ზოგჯერ დაძაბული გარემოა, რთულდება თანამშრომლობა
|
1
|
|
3
|
ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ არის განაწილებული, ჯგუფის აქტიური
და პასიური წევრები ვერასდროს ვერ იზიარებენ ერთმანეთის აზრს, გარემო დაძაბულია,
არ შეინიშნება თანამშრომლობა.
|
0
|
|
წერითი
დავალების შეფასების კრიტერიუმები (მაქს. 20 ქულა)
I კრიტერიუმი
N
|
დავალების პირობის ადეკვატურად გაგება და გააზრება
|
ქულა
|
1.
|
დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული, ტექსტი ღრმადაა გააზრებული, ნაშრომში იგრძნობა ავტორის უმთავრესი სათქმელისა და ემოციური მიზანდასახულობის წვდომა, გამოყოფილია ტექსტის არაერთი მხატვრული თავისებურება და მსჯელობა დასაბუთებულია კონკრეტული მაგალითებით.
|
4
|
2.
|
დავალების პირობა და ტექსტი ადეკვატურადაა გაგებული, ნაშრომში არ არის გამოყოფილი და დასაბუთებული კონკრეტული მაგალითებით ტექსტის ყველა მხატვრული თავისებურება
|
3
|
3.
|
ნაშრომში გამოყოფილია ტექსტის ერთი მხატვრული თავისებურება და დასაბუთებულია კონკრეტული მაგალითით
|
2
|
4.
|
დავალების პირობა და ტექსტი მთლიანობაში ადეკვატურადაა გაგებული და გააზრებული , თუმცა ერთ შემთხვევაში შეინიშნება დავალების პირობის ან ტექსტის არაადეკვატური გაგება. ნაშრომში არ არის გამოყოფილი ტექსტის მხატვრული თავისებურებები.
|
1
|
5.
|
ტექსტი /დავალების პირობა მთლიანობაში არაადეკვატურად არის გააზრებული/გაგებული
|
0
|
II კრიტერიუმი
N
|
ნაშრომის აგება
|
ქულა
|
1.
|
ნაშრომი პასუხობს სამივე მითითებას და ორგანიზებულია, მონაკვეთები თანმიმდევრულად
და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
|
3
|
2.
|
ნაშრომი პასუხობს სამივე მითითებას, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია ტექსტის
ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი;
ან ნაშრომი პასუხობს ორ მითითებას და კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები
თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
|
2
|
3.
|
ნაშრომი პასუხობს ორ მითითებას, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია ტექსტის
ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი;
ან ნაშრომი პასუხობს ერთ მითითებას და კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები
თანამიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, აბზაცები სწორადაა გამოყოფილი.
|
1
|
4.
|
ნაშრომი პასუხობს ერთ მითითებას, თუმცა ნაწილობრივ დარღვეულია ტექსტის
ლოგიკა ან/და ზოგან აბზაცები არასწორადაა გამოყოფილი.
|
0
|
III კრიტერიუმი
N
|
მოსაზრებების არგუმენტირება, ადეკვატური ციტირება
და ფაქტობრივი სიზუსტე
|
ქულა
|
1.
|
მსჯელობა სამივე მითითების მიხედვით დასაბუთებულია (არგუმენტირებულია)
და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით. ნაშრომში არ არის დაშვებული არც ერთი
ფაქტობრივი შეცდომა.
|
4
|
2.
|
მსჯელობა ორი მითითების მიხედვით
დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო მესამე
მითითებაზე მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული
ტექსტური მასალით. ნაშრომში დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა;
ან მსჯელობა ორი მითითების მიხედვით დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური
მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა
ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული), დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა.
|
3
|
3.
|
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით
დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, ხოლო ორ მითითებაზე
მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით;
მსჯელობა ერთი მითითების მიხედვით
დასაბუთებულია და არგუმენტები გამყარებულია ტექსტური მასალით, მეორე მითითების
მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია და/ან არ არის გამყარებული ტექსტური
მასალით, ხოლო მესამე მითითება საერთოდ არ არის შესრულებული (პერიფრაზია ან მსჯელობა
ორიოდე წინადადებითაა გადმოცემული).
|
2
|
4.
|
სამივე მითითების მიხედვით მსჯელობისას არგუმენტები არადამაჯერებელია
და /ან არ არის გამყარებული ტექსტური მასალით.
|
1
|
5.
|
ნაშრომი შინაარსის პერიფრაზია და/ან მოსწავლე არაადეკვატურად იყენებს
ტექსტურ მასალას.
|
0
|
IV კრიტერიუმი
N
|
დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადი განათლება
|
ქულა
|
1.
|
ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი,
შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა და ზოგადი განათლება.
|
3
|
2.
|
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების
უნარი, თუმცა მკაფიოდ გამოვლინდა ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა
აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა,
თუმცა ნაწილობრივ გამოვლინდა ზოგადი განათლება.
|
2
|
3.
|
ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის ზოგადი განათლებაცა და დამოუკიდებელი
აზროვნების უნარიც; ან არ გამოვლინდა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, თუმცა ნაწილობრივ
ზოგადი განათლება; ანდა ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი
აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა, მაგრამ არ გამოვლინდა
ზოგადი განათლება.
|
1
|
4.
|
ნაშრომში არ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, აგრეთვე
არ გამოვლინდა ზოგადი განათლება.
|
0
|
V კრიტერიუმი
N
|
ლექსიკა და სტილი
|
ქულა
|
1.
|
ნაშრომში აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული,
შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, აგრეთვე დაცულია ნაშრომის სტილისტური
ერთგვაროვნება, გვხვდება ორიოდე სტილისტური ხარვეზი.
|
2
|
2.
|
ნაშრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია, გვხვდება რამდენიმე
სტილისტური ხარვეზი.
|
1
|
3.
|
თხზულება სტილისტურად გაუმართავია.
|
0
|
VI კრიტერიუმი
N
|
სინტაქსური კონსტრუქციები
|
ქულა
|
1.
|
ნაშრომში დაშვებულია ერთი სინტაქსური შეცდომა.
|
2
|
2.
|
ნაშრომში დაშვებულია ორი სინტაქსური შეცდომა.
|
1
|
3.
|
ნაშრომში დაშვებულია ორზე მეტი სინტაქსური შეცდომა.
|
0
|
VII კრიტერიუმი
N
|
მორფოლოგია, ორთოგრაფია, პუნქტუაცია
|
ქულა
|
1.
|
არ არის ოთხზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
|
2
|
2.
|
არ არის ცხრაზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
|
1
|
3.
|
არის ოთხზე მეტი ამ ტიპის შეცდომა.
|
0
|
N
|
კრიტერიუმის დასახელება
|
მაქსიმალური ქულა
|
მიღებული ქულა
|
1.
|
დავალების პირობის ადეკვატურად გაგება და გააზრება
|
4
|
|
2.
|
ნაშრომის აგება
|
3
|
|
3.
|
მოსაზრებების არგუმენტირება, ადეკვატური ციტირება და ფაქტობრივი სიზუსტე
|
4
|
|
4.
|
დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება
|
3
|
|
5.
|
ლექსიკა და სტილი
|
2
|
|
6.
|
სინტაქსური კონსტრუქციები
|
2
|
|
7.
|
მორფოლოგია, ორთოგრაფია, პუნქტუაცია
|
2
|
|
Comments
Post a Comment